ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2026-03-11 - 2026-04-03

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2026 წლის საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა ორ ლოტში:
ა) პირველი ლოტი - საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელება;
ბ) მეორე ლოტი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება:  სეზონური სკოლები, კონფერენციები, კონგრესები, ფორუმები, სიმპოზიუმები.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


განაცხადის ფონდში წარდგენამდე, გთხოვთ 1 აპრილამდე info@iliauni.edu.ge-ზე გამოგზავნოთ განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ და პროექტის ბიუჯეტი.


კონკურსები » ყველას ნახვა