ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი წარმოადგენს ბიზნესის კვლევების ცენტრის სამართალმემკვიდრეს და დაარსდა 2010 წელს. ინსტიტუტის საქმიანობის სფეროებს განეკუთვნება:

  • ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებისა და მომიჯნავე დარგების ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევა;
  • საწარმოთა საქმიანობისა და ინოვაციური პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე გენერირებული ცოდნის გავრცელება განვითარების პროგრამების, პროექტების, რეკომენდაციებისა და პუბლიკაციების სახით;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში განათლების პროცესის სამეცნიერო უზრუნველყოფა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო ლიტერატურის, თარგმანებისა და სასწავლო კურსების შექმნა;
  • სახელმწიფო ეკონომიკური და სამეწარმეო პოლიტიკისა და სტრატეგიული მიმართულებების სამეცნიერო-კვლევითი უზრუნველყოფა;
  • ინსტიტუტი ახდენს კვლევითი საქმიანობის ფოკუსირებას ეკონომიკური სისტემის, აგრეთვე საწარმოთა და მენეჯერული ჯგუფების ფუნქციონირების შესწავლაზე, რაც უზრუნველყოფს კვლევითი საქმიანობის ორიენტაციას ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსათვის დამახასიათებელ პრიორიტეტებზე.

ინსტიტუტი შეიმუშავებს კვლევითი ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში არსებულ პრიორიტეტულ თემატურ საკითხებზე: მეწარმეობის ადგილობრივი და საერთაშორისო ასპექტები, ინოვაციები და ცოდნის ტრანსფერი და ა.შ. საერთაშორისო სამეწარმეო სპეციფიკის კვლევა საშუალებას მოგვცემს, კვლევის შედეგების განვრცობის საფუძველზე ხელი შევუწყოთ ქართულ საწარმოთა კონკურენტუნარიანობისა და მწარმოებლურობის დონის გაუმჯობესებას. ინოვაციურ სფეროში ინსტიტუტის კვლევები მოიცავს როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე ინდივიდუალური საქმიანობის სფეროებს იდეის გენერირებიდან მისი იმპლემენტაციის საბოლოო ფაზამდე. აღნიშნული გულისხმობს ცოდნის ტრანსფერის პროცესში როგორც საუნივერსიტეტო ადამიანური კაპიტალის, ასევე საინოვაციო ქსელების ფორმირებისა და ზემოქმედების ფაქტორების კვლევას.

პუბლიკაციები

ინსტიტუტის თანამშრომლები

  • დიმიტრი ჯაფარიძე – ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
  • დავით თუთბერიძე – ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი
  • ლანა ჩხარტიშვილი – ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი
  • მერაბ მიქელაიშვილი – მკვლევარი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
  • ლილი ბიბილაშვილი – მკვლევარი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
  • ანა ჭელიძე – ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი
  • დავით ობოლაძე – ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი
  • ქეთი ნადირაშვილი – ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი
  • ელზა ჯგერენაია -ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი
  • ოთარ ანთია – ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი
  • რუსუდან მამაცაშვილი – ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი
  • ირაკლი უგულავა – ასისტენტ-მკვლევარი
  • ილია ჯანჯალაშვილი – ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი
  • მაკა კიკალიშვილი, ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი

საკონტაქტო ინფორმაცია

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, 0162, თბილისი, საქართველო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსი
ოთახი N 419
japaridze@iliauni.edu.ge
www.beri.iliauni.edu.ge


ინსტიტუტები » ყველას ნახვა