ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

ბიო–ეთიკის ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის - კვლევითი და სასწავლო ინსტიტუციის - საქმიანობა მოიცავს კვლევისა და სწავლების კომპონენტების ერთიანობას და ინტერდისციპლინურ გაერთიანებას.

გამოყენებითი ეთიკის ერთ-ერთი მიმართულების — ბიოეთიკისა და სამედიცინო ეთიკის — საკითხებით მსოფლიო XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაინტერესდა. ბიოეთიკის, როგორც ახალი მიმართულების, მოთხოვნა სიცოცხლის მეცნიერებების, ასევე, ტექნიკის განვითარებამ, შესაბამისად, ბუნებასა და ადამიანურ მოღვაწეობაში მისი ფაქტორის და მნიშვნელობის გაზრდამ გამოიწვია. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ფუნქციონირებს სპეციალური ბიოეთიკისა და სამედიცინო ეთიკის საკითხების კვლევითი ცენტრები, რომელთა საქმიანობა მიმართულია სხვადასხვა სახის კვლევებისაკენ, ასევე, კლინიკების საქმიანობაში ეთიკური საკითხების აღმოჩენისა და რეგულირებისაკენ.

ბიოეთიკის ცენტრის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინური კვლევებისა და სწავლების უზრუნველყოფა გამოყენებითი ეთიკის, განსაკუთრებით მისი ერთი მიმართულების, ბიოეთიკის სფეროში, კერძოდ:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო კურსების შექმნა სწავლების სხვადასხვა დონეზე, ამ სალექციო კურსებისათვის მასალების თარგმნა და სახელმძღვანელოების შექმნა;
  • საერთაშორისო დონეზე კონფერენციების, სემინარებისა და ვორკშოპების ორგანიზება, სხვა უნივერსიტეტების მსგავს ცენტრებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიასთან თანამშრომლობა და ეთიკის კომისიისათვის მრჩევლის ფუნქციის შესრულება.

საკონტაქტო პირი – ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო როდონაია
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162, ოთახი E229 
nino_rodonaia@iliauni.edu.ge 


ინსტიტუტები » ყველას ნახვა