ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი

ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე დაარსდა 2020 წელს. იგი დააარსა პროფესიონალი ლექსიკოგრაფების გუნდმა, რომელთაც მრავალი ლექსიკოგრაფიული და კორპუსული პროექტი აქვთ განხორციელებული.

  • ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ხედვა და მისია

ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ხედვით, დღევანდელ სამყაროში მოქალაქეებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მათთვის საჭირო მთელს ინფორმაციაზე ენის შესახებ და უნდა შეეძლოთ მისი გამოყენება დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ასაშენებლად, აგრეთვე საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის.

ცენტრის მისია არის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ქართული ენისა და სხვა ენების განვითარებისთვის ხელის შეწყობა. ცენტრი ქმნის და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია შეიქმნას მაღალი ხარისხის ენობრივი მონაცემები ლექსიკოგრაფიისთვის, ელექტრონული კორპუსებისთვის, მანქანური თარგმნისთვის, ხელოვნური ინტელექტისთვის და სხვა ანალოგიური მიზნებისათვის.

ცენტრის მიზნები და ამოცანები  

ცენტრის მიზანია:  

  • საქართველოში ლექსიკოგრაფიის ინტერდისციპლინურ დარგად ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა და ამ მიზნით ფუნდამენტური კვლევების წარმოება თეორიული ლექსიკოგრაფიის სხვადასხვა საკითხებზე;
  • ქართულ ლექსიკოგრაფიაში კორპუსული და ბუნებრივი ენის დამუშავების მეთოდების ინტენსიურად დანერგვა;
  • ხელის შეწყობა ქართული ენის მოქცევისათვის თანამედროვე ტექნოლოგიურ პარადიგმაში, რაც გულისხმობს: ქართული ენის სრულ დიგიტალიზაციას, საერთაშორისო ციფრულ მთარგმნელობით პროდუქტებსა თუ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრაციას, ყველა თანამედროვე დარგსა თუ სფეროში ქართული ენისათვის გამოყენებითი ფუნქციის შენარჩუნებას;
  • ხელის შეწყობა მაღალი ხარისხის ორენოვანი ლექსიკოგრაფიული და კორპუსული მასალის შექმნა-დაგროვება-განვითარებისათვის სხვადასხვა ევროპულ ენებთან, აგრეთვე მეზობელი ქვეყნებისა და საქართველოსთან ეკონომიკურად მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნების ენებთან მიმართებით;
  • თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა;
  • უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებთან და ცენტრებთან თანამშრომლობის განვითარება; 
  • ცენტრის ახალგაზრდა თანამშრომლების, დოქტორანტების და სტუდენტების საერთაშორისო პროექტებში ჩართვა. 

ცენტრის ამოცანებია:

  • ინგლისურ-ქართული/ქართულ-ინგლისური სრულფასოვანი მანქანური თარგმნის პროგრამის შექმნა;
  • მანქანური თარგმნის პროექტისათვის დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის ინგლისურ-ქართული პარალელური წინადადებების დაგროვება;
  • ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიული რესურსების შევსება-განვითარება, მათი მანქანური თარგმნის პროექტში გამოყენების მიზნით;
  • ორენოვანი აკადემიური ლექსიკონების პროექტების ინიცირება და განხორციელება ევროპულ ენებთან, მეზობელი ქვეყნებისა და ეკონომიკურად საქართველოსთან დაკავშირებული ქვეყნების ენებთან მიმართებით;
  • ცენტრის მიერ შექმნილი ტერმინოლოგიური ლექსიკონების ერთ ბაზაში გაერთიანება თანამედროვე ტერმინთბანკების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ტერმინოლოგიური მუშაობის ფართოდ გაშლა უნივერსიტეტში სხვადასხვა დარგების პროფესორებისა და მაგისტრატურა-დოქტორანტურის სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ტერმინოლოგიური მუშაობის წახალისება სხვადასხვა პროფესიულ გაერთიანებებში;
  • ხელოვნური ნეირონული ქსელების გამოყენებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური პლატფორმების გაცნობა, შესწავლა და მათი დანერგვა ქართულ ლექსიკოგრაფიაში.„ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ბაზაზე შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა „ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“.

ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრს“ ჰყავს  საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მოწვეულები არიან ცნობილი უცხოელი მეცნიერები რამდენიმე მიმართულებით: მეტალექსიკოგრაფია, ენობრივი ტექნოლოგიები, პრაქტიკული ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია.

  • თინათინ მარგალიტაძე
  • გიორგი მელაძე
  • გელა ხუნდაძე
  • ნათია კვერნაძე
  • მაია დავლიანიძე

ინსტიტუტები » ყველას ნახვა