ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

ველური ბუნების დაავადებათა ეკოლოგიის ცენტრი

ველური ბუნების დაავადებათა ეკოლოგიის ცენტრი (CWDE) არის წამყვანი ინსტიტუტი, რომელიც მიზნად ისახავს გარეულ ცხოველთა დაავადებების შესახებ ცოდნის  გაღრმავებას. ჩვენი კვლევები ფოკუსირებულია დაავადებების ეკოლოგიის და ევოლუციის შესწავლაზე, ცხოველთა როლზე დაავადებათა გავრცელებასა და ეკოსისტემაში შენარჩუნებაში, ასევე, გარეულ ცხოველთა პოპულაციებზე მათი გავლენების შეფასებაზე. ჩვენს მკვლევართა გუნდს აქვს ცოდნა და გამოცდილება  გარეულ ცხოველთა ბიოლოგიაში, ვეტერინარულ მედიცინაში, ეკოლოგიაში, გენეტიკასა და ევოლუციურ მეცნიერებებში.  ჩვენ ვიკვლევთ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს გარეულ ცხოველთა პოპულაციებში დაავადების გავრცელებასა და დინამიკაზე, მათ შორის გარემოს ცვლილებების, დაბინძურებისა და ადამიანის საქმიანობის გავლენას. ჩვენი კვლევა ფოკუსირებულია:

  • დაავადებების ეკოლოგიური და ევოლუციური მამოძრავებელი ძალების შესწავლაზე.
  • ველური ბუნების პათოგენების იდენტიფიცირებასა და დახასიათებაზე.
  • მასპინძელ-პათოგენის ეკოლოგიის შესწავლაზე.
  • გენომური მონაცემებზე დაყრდობით მიკროორგანიზმთა ევოლუციის კვლევაზე.
  • უმაღლესი ორგანიზმების ეკოლოგიასა და ევოლუციაში უხერხემლო ვექტორების როლის დადგენაზე.
  • ზოონოზური დაავადებების გადაცემის გზების და რისკებისა შეფასებაზე.
  • საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველთა სახეობებისთვის პათოგენების რისკების შეფასებაზე.
  • ველური ბუნების კონსერვაციისთვის დაავადების ეფექტური მართვის სტრატეგიების შემუშავებაზე.

ჩვენ შეგვიძლია:

  • ჩავატაროთ ინოვაციური კვლევა, რომელიც ეხება კრიტიკულ საკითხებს ველური ბუნების დაავადებათა ეკოლოგიაში.
  • ვითანამშრომლოთ საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანმრთელობის სააგენტოებთან, კონსერვაციაზე ფოკუსირებულ ორგანიზაციებთან, მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა კვლევის შედეგები გამოყენებულ იქნას ეფექტური მართვის სტრატეგიების შესამუშავებლად და დასანერგად.
  • აღვზარდოთ ველური ბუნების დაავადებათა კვლევის სფეროში მომუშავე სპეციალისტები და ახალგაზრდა მკვლევარები.

ჩვენ გვჯერა, რომ "ერთიანი ჯანმრთელობის" მიდგომა, რომელიც აღიარებს ადამიანის, ცხოველისა და გარემოს ჯანმრთელობის ურთიერთკავშირს , აუცილებელია იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომელიც თან ახლავს ინფექციურ დაავადებებს.

ცენტრი დაარსდა 2021 წელს, ეკოლოგიის ინსტიტუტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ველური ბუნების დაავადებათა ეკოლოგიის კვლევითი ჯგუფის ბაზაზე. ეს ჯგუფი 2009 წლიდან ახორციელებს კვლევით პროექტებს ველური ბუნების დაავადებებზე. ცენტრს გააჩნია მოლეკულურ-გენეტიკურ BSL-2 ლაბორატორია, გენომური კვლევების შესაძლებლობა და ველური ბუნების საკვლევი სპეციალური საველე აღჭურვილობა.

  1. Jeanne Marie Fair, Nisreen AL-Hmoud, Mu'men Alrwashdeh, Andrew W Bartlow, Sopio Balkhamishvili, Ivane Daraselia, Annie Elshoff, Lara Fakhouri, Zura Javakhishvili, Fares Khoury, Denys Muzyka, Levan Ninua, Jean Tsao, Lela Urushadze and Jennifer Owen. (2024). Transboundary Determinants of Avian Zoonotic Infectious Diseases: Challenges for Strengthening Research Capacity and Connecting Surveillance Networks. Frontiers in Microbiology, section Virology. 2024.
  2. Waldenström J, van Toor M, Lewis N, Lopes S, Javakhishvili Z, Muzika D, Fouchier RAM and Brouwer A, 2022. Active wild bird surveillance of avian influenza viruses, a report. EFSA supporting publication 2022:EN-7791. 51 pp. doi:10.2903/sp.efsa.2022.EN-7791
  3. 3.      Nicola S. Lewis, Josanne H Verhagen, Zurab Javakhishvili, Colin A Russell, Pascal Lexmond, Kim B. Westgeest, Theo M. Bestebroer, Rebecca A Halpin, Xudong Lin, Amy Ransier, Nadia B Fedorova, Timothy B Stockwell, Neus Latorre-Margalef, Björn Olsen, Gavin Smith, Justin Bahl, David E Wentworth, Jonas Waldenström, Ron A.M. Fouchier, Ph.D. Miranda de Graaf; 2015. Influenza A virus evolution and spatio-temporal dynamics in Eurasian Wild  Birds: A phylogenetic and phylogeographic study of whole-genome sequence data. Journal of General Virology, August 2015 96: 2050-2060.
  4. 4.     Nicola S. Lewis, Zurab Javakhishvili, Colin A. Russell, Ann Machablishvili, Pascal Lexmond, Josanne H. Verhagen, Oanh Vuong, Tinatin Onashvili, Marina Donduashvili, Derek J. Smith, Ron A. M. Fouchier; 2013. Avian Influenza Virus Surveillance in Wild Birds in Georgia: 2009–2011 March 2013 | Volume 8 | Issue 3 | e58534
  5. Venkatesh D, Poen MJ, Bestebroer TM, Scheuer RD, Vuong O, Chkhaidze M, Machablishvili A, Mamuchadze J, Ninua L, Fedorova NB, Halpin RA, Lin X, Ransier A, Stockwell TB, Wentworth DE, Kriti D, Dutta J, van Bakel H, Puranik A, Slomka MJ, Essen S, Brown IH, Fouchier RAM, Lewis NS 2018. Avian Influenza Viruses in Wild Birds: Virus Evolution in a Multihost Ecosystem. J Virol 92:10.1128/jvi.00433-18. https://doi.org/10.1128/jvi.00433-18
  6. Klink, A. C., Rula, O., Sushko, M., Bezymennyi, M., Mezinov, O., Gaidash, O., Bai, X., Stegniy, A., Sapachova, M., Datsenko, R., Skorokhod, S., Nedosekov, V., Hill, N. J., Ninua, L., Kovalenko, G., Ducluzeau, A. L., Mezhenskyi, A., Buttler, J., Drown, D. M., ... Muzyka, D. (2023). Discovery of Avian Paramyxoviruses APMV-1 and APMV-6 in Shorebirds and Waterfowl in Southern Ukraine. Viruses, 15(3), 699. https://doi.org/10.3390/v15030699

ჩვენი გუნდი:

  • ასოც. პროფ. ზურა ჯავახიშვილი - ცენტრის დირექტორი.
  • ასოც. პროფ. მარინე მურცხვალაძე - მოლეკულური ლაბორატორიის და ბიოუსაფრთხოების ხელმძღვანელი.
  • ლევან ნინუა - დოქტორანტი, ასოცირებული მკვლევარი, კვლევების კოორდინატორი.
  • ივანე დარასელია, ვეტერინარი - ასოცირებული მკვლევარი, გარეულ ცხოველთა ვეტერინარიის ექსპერტი.
  • ნიკა პაპოშვილი - დოქტორანტი, ასოცირებული მკვლევარი, გარეულ ცხოველთა ბიოლოგი, ორნითოლოგი.
  • სიფიო კიკნაველიძე MSc - ასოცირებული მკვლევარი, გარეულ ცხოველთა ბიოლოგი, ორნითოლოგი.
  • ნიკა მელიქიშვილი - მაგისტრანტი, გარეულ ცხოველთა ბიოლოგი, ორნითოლოგი.
  • ნათია გურაშვილი - მაგისტრანტი, გარეულ ცხოველთა ბიოლოგი, უხერხემლო ცხოველები (ვექტორები).

ინსტიტუტები » ყველას ნახვა