
რადიო პულსარების ინტერმიტირებადი გამოსხივების ბუნების შესახებ
ახლახანს აღმოჩენილი პულსარების პულსირებადი ინტერმიტირებადი რადიო გამოსხივების ფენომენი
დამკვირვებლების და თეორეტიკოსების დიდ ყურადღებას იქცევს. ეს ახალი ტიპის რადიო პულსარები ასხივებენ
სპორადიულად დროითი პაუზებით რომლებიც საათების, კვირების და ზოგჯერ წლების რიგისაა. მიუხედავად
ბევრი მოსაზრებისა, რაიმე კონკრეტული მექანიზმი ასეთი ტიპის გამოსხივების გენერაციის ასახსნელად ჯერ არაა
ნაპოვნი. ამ არაორდინარული პულსარების ბუნების გაგება მნიშვნელოვანი იქნებოდა პულსარების გამოსხივების
ერთიანი მოდელის განსაზღვრისათვის. წარმოდგენილ კვლევით პროექტში მივიჩნევ, რომ ეს წყაროები
„ნორმალური“ რადიო პულსარებია სპეციფიური პარამეტრებით, რაც იწვევს მათი გამოსხივების წყვეტით ხასიათს.
კერძოდ, გამოსხივების გენერაციის მექანიზმი ანალოგიურია „ნორმალურ“ პულსარებში რადიო გამოსხივების
გენერაციის მექანიზმისა და ამ მექანიზმის შეწყვეტა არ ხდება იმ დროს როცა პულსარიდან გამოსხივებას არ
ვაფიქსირებთ. მივიჩნევ, რომ მათ მაგნიტოსფეროებში გარკვეული არაწრფივი პროცესების განვითარება, რომლებიც
ბუნებრივად მიმდინარეობს პულსარების მაგნტისფერულ ელექტრონულ-პოზიტრონულ პლაზმაში იწვევს რადიო
გამოსხივების მიმართულების ცვლილებას. რაც შედეგად ჩანს როგორც გამოსხივების გაქრობა თვალთახედვის
არისგან. ცხადია იგივე პროცესები ნებისმიერი პულსარის მაგნიტოსფეროში მიმდინარეობს, მხოლოდ იძლევა
განსხვავებულ სურათს სხვადასხვა პულსარების პარამეტრებისათვის.
პროექტები » ყველას ნახვა