ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-02 - 2026-06-04

კავკასიონის ჰოლოცენის პერიოდის გამყინვარება-კლიმატის რეკონსტრუქცია

მყინვარები თანამედროვე კლიმატის ცვლილების კარგი ინდიკატორია რომელიც გლობალურ დათბობას ნათლად აისახავს. მყინვარების როლი მტკნარი წყლის ხელმისაწვდომობაში განმსაზღვრელია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მომავალი გლობალური დათბობის პირობებში ეს პროცესი კიდევ უფრო მწვავე გახდება. შესაბამისად, გლობალური დათბობის პერსპექტივაში დაყენება მოითხოვს წარსულში კლიმატის ევოლუციის ღრმა გაგებას, როგორც შესაძლო ფანჯარას მომავალი კლიმატის ცვლილებების დადგენის საქმეში. მთის მყინვარები სენსიტიურად რეაგირებენ კლიმატთან მიმართებაში ათწლეულებიდან ათასწლეულებამდე დროის პერიოდში, რაც მათ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინდიკატორად აქცევს წარსული კლიმატური პირობების აღდგენისთვის.
ამ პროექტის მიზანია უახლესი მეთოდების გამოყენებით გამოვიკვლიოთ კავკასიონის გამყინვარება-კლიმატის ცვლილებები ჰოლოცენის პერიოდში.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გამოვიყენებთ:
• მყინვარებთან დაკავშირებულ რელიეფის გეომორფოლოგიურ კარტოგრაფირებას;
• მყინვარული მორენების დათარიღებას კოსმოგენური ნაფენების (როგორიცაა ბერილიუმი-10 (10Be) გამოყენებით;
• ძველი თოვლის ხაზების და ჰაერის ტემპერატურების ანომალიების რეკონსტრუქციას, რომლებიც დაკავშირებული იქნება დათარიღებულ მყინვარების პარამეტრებთან.
• მყინვარების რიცხვით მოდელირებას
ამ პროექტის შედეგები იქნება ინტერდისციპლინარული რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვანი იქნება ისტორიული, არქეოლოგიური, და პალეო ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. ასევე ლანდშაფტის ტიპების, ბიომებისა და მყინვარული რეფუგიუმების სივრცით-დროითი განაწილების და, შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების ისტორიის გასაგებად მთელ კავკასიაში. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ასევე განავითარებს და გაზრდის ცოდნის დონეს მომავალი თაობის ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. ეს კვლევა ასევე შეიძლება გახდეს კავკასიის შედარებით დიდი ტერიტორიების უფრო მასშტაბური სამომავლო კვლევების საფუძველი.

 


პროექტები » ყველას ნახვა