
პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობისთვის(ARTIST)
2016 წლის ოქტომბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS-ის თანამშრომლებმა დაიწყეს ახალი, ERASMUS+ პროექტის ARTIST-ის დანერგვა საქართველოში.
პროექტი ARTIST – პრაქტიკის კვლევა ბუნებისმეტყველების ინოვაციური სწავლების გზით დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ უმაღლესი განათლების განვითარების პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში. კონსორციუმში გაერთიანებულია 10 პარტნიორი უნივერსიტეტი 7 ქვეყნიდან (გერმანია, საქართველო, ავსტრია, ირლანდია, თურქეთი, ისრაელი, ფილიპინები).
ARTIST-ის მიზანია ბუნებისმეტყველების სწავლების განვითარება და ხელშეწყობა მონაწილე ქვეყნებში პედაგოგთა საქმიანობის პრაქტიკული კვლევის საფუძველზე. პრაქტიკული კვლევა მიზნად ისახავს მასწავლებლის საქმიანობის ციკლურ გაუმჯობესებას კვლევის, რეფლექსიის და ინოვაციური მიდგომების შემდგომი განვითარების გზით. კონკრეტული ცვლილების და სიახლის ინტერესი, როგორც პრაქტიკული კვლევის მიზანი, ქმნის ახალი ცოდნის და საუკეთესო პრაქტიკის სტრატეგიების აღმოჩენის შესაძლებლობას, რომელიც ემსახურება არა მარტო ინოვაციების დანერგვას, არამედ ხელს უწყობს მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ გავნითარებას. სიახლეები/ინოვაციები/ახალი მიდგომები გამოკვლეული, განხორციელებული და ასახული იქნება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ საბუნებისმეტყველო განათლების მკვლევარებთან ერთად. ARTIST ქმნის საუნივერსიტეტო, სასკოლო და სამეწარმეო ქსელის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში კონსორციუმის წევრები შექმნიან რეგიონალურ ქსელს, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტს, სკოლას და საწარმოს. თითოეული მონაწილე ქვეყნიდან პროექტში 3-5 სკოლა ჩაერთვება საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან ერთად. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, ARTIST 2019 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტის კოორდინატორი: ბრემენის უნივერსიტეტი.
http://erasmus-artist.eu/index.html
პროექტები » ყველას ნახვა