"საზაფხულო სკოლა- ნეოლითური სოფლის ინტერდისციპლინალური კვლევა"
პროექტი „საზაფხულო სკოლა- ნეოლითური სოფლის ინტერდისციპლინარული კვლევა“ მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რაც გულისხმობს სტუდენტბისთვის სამომავლო სამეცნიერო კარიერის საფუძველის მომზადებას, როგორც საველე და ლაბორატორიული ასევე აკადემიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
პროექტი ითვალისწინებს არქეოლოგიურ სამუშაოების წარმოებას გვიან ნეოლითურ ნამოსახლარზე სოფელ თექალში. ხრამის დიდი გორა შულავერ-შომუთეფეს კულტურის ეტალონური ნამოსახლარია, რომელზეც წარმოდგენილია ფენების უწყვეტობა. ნამოსახლარი ითხრებოდა 1970-80-იან წლებში. ამ პერიოდში გაითხრა 225 კვ.მ. და 8 მეტრი სიღრმის ჭრილი, სწორედ ამ ჭრილის გაწმენდისა და ძველი თხრილის გათხრის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას პროექტში ჩართული სტუდენტები.
ეს პროექტი იქნება კომბინაცია არტეფაქტების და ეკოფაქტების მოპოვებისა და შესწავლისა. პროექტი გულისხმობს მცირემასშტაბიანი გათხრების წარმოებას ინტერდისციპლინარული კვლევების ჩასატრებლად. ექსპედიციის პროცესში მოპოვებული და შენახული იქნება როგორც არქეოლოგიური მასალა ასევე საანალიზო მასალა.
მსგავსი სახის პროექტები და აქტივობების სამომავლოდ მოგვცემს მრავალფეროვან და მრავალპროფილიან სამეცნიერო გუნდს, რაც ცალსახად მნივნელოვნად გაზრდის რეგიონში არქეოლოგიურ კვლევებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა დარგების დახმარებით.
პროექტები » ყველას ნახვა