
ციფრული ეპიგრაფიკა, გამოცემის სტანდარტი და მეთოდოლოგია
ციფრული ეპიგრაფიკა ციფრული ჰუმანიტარიის სწრაფად განვითარებადი უახლესი დარგია, რომელიც ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო კურსის ფარგლებში 2016 წლიდან ისწავლება. ნაშრომი
წარმოადგენს მიმდინარე კვლევითი პროექტის („საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი“) ფარგლებში
დაგროვილი გამოცდილების შედეგს.
ნაშრომის შესავალ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ეპიგრაფიკის, როგორც საისტორიო დარგის,
განვითარების გზა – შესავალი ნაწილი ცხადყოფს არგუმენტებს ეპიგრაფიკული მასალის ციფრული
სტანდარტიზებული სამეცნიერო გამოცემის სასარგებლოდ.
ნაშრომის მთავარი მიზანია აღწეროს ელექტრონული ხელსაწყოები და საერთაშორისო სტანდარტ(ებ)ი,
რომელსაც ემყარება ციფრული ჰუმანიტარიის კვლევითი თუ საგამომცემლო პროექტები ეპიგრაფიკის დარგში;
ციფრული ეპიგრაფიკის სამაგალითო პროექტების მეთოდოლოგიური ჩარჩო და გამოყენებული ციფრული
ხელსაწყოები წიგნის ცალკე თავში იქნება განხილული. ეპიგრაფიკული მასალის ციფრული სამეცნიერო
გამოცემის ძირითადი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების მიმოხილვა საგულისხმო უნდა იყოს
ციფრული სამეცნიერო გამოცემით დაინტერესებული ნებისმიერი ჰუმანიტარისათვის.
პროექტები » ყველას ნახვა