
2021-03-01 - 2022-03-01
გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრების სირიული რედაქცია (ძველი ქართული თარგმანი)
ქართული თარგმანი (წარმოდგენილია ერთადერთ ხელნაწერში - A90, XIII ს.) მეტ-ნაკლებად
განსხვავდება სირიულისგან. ქართული ტექსტი ცოტა უფრო ვრცელია, შეიცავს დამატებით ბოლო
პარაგრაფს, რომელიც სირიულში არ არის წარმოდგენილი, და სათაურიც განსხვავებული აქვს.
ტექსტებში ასევე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობებია. სირიული რედაქციის მიხედვით, გრიგოლ
საკვირველმოქმედმა ხელდასხმა გრიგოლ ნაზიანზელისგან მიიღო. ქართული თარგმანი მის ნაცვლად
კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფედიმოსს ახსენებს, ხოლო გრიგოლ ნოსელის თანახმად, ფედიმოსი
ამასიის ეპისკოპოსი იყო.
ქართული ტექსტი არ არის სრული, მას X-XIII თავები აკლია.
პროექტები » ყველას ნახვა