ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

შესახებ

კვლევითი სტრატეგია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრატეგია ეფუძნება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონს, უნივერსიტეტის წესდებას, ნორმატიულ და ადმინისტრაციულ აქტებს, უნივერსიტეტში მოქმედ რეგულაციებს და წესებს, თანხვედრაშია ზოგად საუნივერსიტეტო სტრატეგიასთან და ხელს უწყობს უნივერსიტეტის განვითარებას სამი ძირითადი მიმართულებით:

ა) წარმატებული, მაღალი გავლენის (impact) მქონე კვლევების ხელშეწყობა;

ბ) რეგიონისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კვლევების ხელშეწყობა;

გ) საზოგადოების განვითარების მიმართ უნივერსიტეტის პასუხისმგებლობით, მათ შორის სოციალური პასუხისმგებლობით ინსპირირებული კვლევების ხელშეწყობა.

კვლევითი სტრატეგიის საშუალებით  უნივერსიტეტი აყალიბებს ხედვას, თუ როგორ  გააძლიეროს უნივერსიტეტში არსებული ძლიერი სამეცნიერო მიმართულებები და მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვან მზარდ სფეროებს,  განავითაროს ღია და პასუხიმგებლიანი კვლევის პრაქტიკები, და დანერგოს კვლევითი ინოვაციები. შედეგად  შეიქმნება მაღალი ხარისხის და გავლენის  (impact) კვლევითი პროდუქტი, რაც საფუძვლად დაედება უნივერსიტეტში:

  • საერთაშორისო დონის კვლევების განხორციელებისათვის საჭირო გარემოს შექმნას და შენარჩუნებას, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერას და მასში სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევრების აქტიურ ჩართვას;
  • კვლევის განვითარებას საქართველოში ნაკლებად განვითარებული მიმართულებებით;
  • შესაბამისი კვლევითი თანამშრომლობის მხარდაჭერას ადგილობრივ და უცხოურ უნივერსიტეტებთან, ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნესთან;
  • კვლევების პოპულარიზაციას და მეცნიერების კომუნიკაციის არხების ზრდას.

უნივერსიტეტის კვლევითი სტრატეგია ეფუძნება უნივერსიტეტის სტრატეგიას 2024 – 2030 წლებისათვის, იზიარებს მასში დეკლარირებულ ღირებულებებს, მისიასა და ხედვას, უნივერსიტეტის პრიორიტეტებს და უმნიშვნელოვანეს მიზნებს 2024-2030 წლების განმავლობაში.

მიმაგრებული დოკუმენტი

კვლევითი სტრატეგია (2024-2030) გადმოწერა

კვლევების კოორდინაციის სამსახური

სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარს უჭერს უნივერსიტეტის აკადემიურ ერთეულებს, აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს ეროვნული (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყება) სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მოზიდვასა და განხორციელებაში, ასევე შიდასაუნივერსიტეტო კვლევითი გრანტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაგეგმვასა და ორგანიზებაში. კვლევების კოორდინაციის სამსახური ცენტრალიზებული ერთეულია, რომელიც კვლევების მიმართულებით რექტორის მოადგილის დაქვემდებარებაშია.

ფუნქცია და მოვალეობები:

  • სტრატეგიული დაგეგმვა: სამეცნიერო სტრატეგიის შემუშავება, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების ანალიტიკა და ინფორმაციის განთავსება, SWOT ანალიზი და პოზიციონირება;
  • პარტნიორებთან თანამშრომლობა: საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, არაკომერციულ, ინდუსტრიულ და სამეცნიერო ფონდებთან ურთიერთობის დამყარება და კონსორციუმის შექმნაში დახმარება;
  • ინფორმაციის გაზიარება: საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
  • პროექტის კოორდინაცია: პროექტის ხელმძღვანელის (Principal Investigator) და პროექტის ჯგუფის მხარდაჭერა პროექტის მართვაში, ასევე საგრანტო წინადადებების შემუშავების პროცესში;
  • ინფორმაციის შეგროვება/რედაქტირება: ინსტიტუციური მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება და საჭიროებისამებრ მათი გაზიარება;
  • განხილვა და რედაქტირება: საგრანტო წინადადების, შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიმოხილვა და რედაქტირება, საჭიროების შემთხვევაში საგრანტო განაცხადსა და ბიუჯეტში შესწორებების შეტანა.

მიმაგრებული დოკუმენტი

კვლევების კოორდინაციის სამსახურის დებულება გადმოწერა

განვითარების სამსახური

განვითარების სამსახური პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს ეხმარება უნივერსიტეტის ინსტიტუციური და კვლევითი განვითარებისათვის დაფინანსების წყაროს მოძიებაში. განვითარების სამსახური ცენტალიზებული ერთეულია, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული ინიციატივის გავრცელებას. იგი განიხილება როგორც შუამავალი რგოლი დონორსა და უნივერსიტეტში საერთაშორისო გრანტების განმახორციელებელ გუნდს შორის.

განვითარების სამსახურის საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

  • დონორისა და დაფინანსების წყაროს მოძიებაში ინსტიტუციური განვითარების გრანტებისთვის
  • დგილობრივ და საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თუ კერძო სექტორთან კონტაქტების დამყარება
  • საგრანტო განაცხადის შედგენა. კერძოდ:
    • კონსულტაციები სააპლიკაციო ფორმის შევსების პროცესში;
    • საგრანტო განაცხადის საბოლოო ვერსიას შეთანხმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან;
    • კონსორციუმის შექმნაში დახმარება და დონორი ორგანიზაციის თანამშრომლებთან პარტნიორობის დამყარება;
    • საჭიროების შემთხვევაში შესწორებების შეტანა საგრანტო განაცხადსა და ბიუჯეტში;
    • დონორთან გაგზავნამდე საგრანტო განაცხადის საბოლოო ვერსიის გადამოწმება;
    • დაფინანსებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება, მათ შორის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

მიმაგრებული დოკუმენტი

განვითარების სამსახურის დებულება გადმოწერა

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძირითადი მიზანია ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როლის გაძლიერების გზით. სამსახურის სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე, პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლით პროექტებში მონაწილეობის გაზრდა და საერთაშორისო ქსელებში უნივერსიტეტის როლის გაძლიერება.

სამსახურის საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტის მრავალმხრივი საერთაშორისო შეხვედრების კოორდინირება;
  • სტუდენტების, მკვლევრების, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და პროფესორების ჩართვა საერთაშორისო მობილობის/გაცვლით პროექტებში;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა გაცვლითი კონკურსების პერიოდში და შემდგომ ეტაპებზე;
  • უნივერსიტეტში მულტიკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებელების სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების მიღება.

მიმაგრებული დოკუმენტი

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულება გადმოწერა

კონტაქტი

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E208 ოთახი
ჩოლოყაშვილის გამზირი №3/5
0162, თბილისი, საქართველო
(+995 322) 220009 – 367
IRO@iliauni.edu.ge

განვითარების სამსახური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E105 და F213
ჩოლოყაშვილის გამზირი №3/5
0162, თბილისი, საქართველო
(+995 32) 222 00 09 (316/ 317)
development@iliauni.edu.ge

კვლევების კოორდინაციის სამსახური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E233 ოთახი
ჩოლოყაშვილის გამზირი №3/5
0162, თბილისი, საქართველო
(+995 32) 222 00 09
research.office@iliauni.edu.ge