ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდმივად ახორციელებს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების ანალიტიკასა და უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის განთავსება-რედაქტირებას მნიშვნელოვან საერთაშორისო სისტემებსა და პლატფორმებზე.
უნივერსიტეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების, რეპუტაციის გაუმჯობესების და ილიაუნიში მიმდინარე კვლევების შესახებ ინფორმაციის გაზიარების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მკვლევართა პროფილების განახლება, რაც ასევე დაკავშირებულია საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგებში უნივერსიტეტის პოზიციონირებასთან; განახლებული და სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება ასოცირებულია ახალ თანამშრომლობასთან და კვლევით პარტნიორობასთან.
თქვენი პროფილისა და ჩართულობის გაზრდით, შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენს წარმატებაზე კონკურენტულ კვლევებსა და აკადემიურ გარემოში.
თანდართულ სახელმძღვანელოებში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გახადოთ თქვენი კვლევა ხელმისაწვდომი უფრო ფართო აუდიტორიისთვის და გააუმჯობესოთ თქვენი ნაშრომების ხელმისაწვდომობა; ასევე ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი და აქტუალური ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ.
ქვემოთ აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენებით თქვენ:
შეუერთდით სამეცნიერო სოციალურ ქსელებს თქვენი კვლევითი პუბლიკაციების ანალიტიკის გასაზიარებლად და საერთო სფეროში სხვა მკვლევრებთან დასაკავშირებლად: