ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2021-02-28 - 2021-04-20

2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • 1 მარტი, 9 მარტი და 18 მარტი 16:00 სთ – ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (შეხვედრის ბმული) გთხოვთ, მითითებულ ბმულზე დასასწრებად შემოხვიდეთ 10 წუთით ადრე.
  • 21 მარტი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 1 მარტი – 26 მარტი 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
  • 12 აპრილი 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
  • აპრილი – ტექნიკური ექსპერტიზა – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
  • მაისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
  • მაისი – აგვისტო – კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
  • აგვისტო – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
  • სექტემბერი – გამარჯვებულ დოქტორანტებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.


კონკურსები » ყველას ნახვა