ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2022-11-07 - 2022-11-18

ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

საპროექტო განაცხადი ტიპი:     ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები

კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლია საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღისათვის 30 წლამდე ასაკის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტიდან (ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით);

იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსებულ პირებს საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ სამეცნიერო სფეროებში:

  1. მათემატიკური მეცნიერებები;
  2. საინფორმაციო ტექნოლოგიები;
  3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  4. საინჟინრო მეცნიერებები;
  5. სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

მაგისტრანტებისათვის:

დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტებში მათი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმთან;

კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 900 ევროს ექვივალენტს ლარში.

დოქტორანტებისათვის:

დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით;

კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 1400 ევროს ექვივალენტს ლარში;

დაფინანსების 50%-ს ფარავს ფონდი, 50%-ს იულიხის კვლევითი ცენტრი.


კონკურსები » ყველას ნახვა