
სახელმწიფო საგრანტო კონკურსი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2022 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსს საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის
კონკურსის მიზანი
ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, მათ მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სამეცნიერო დარგში.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები
ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი წელიწადში:
- 100 000 ლარი საზღვარგარეთ განხორცილებული კვლევითი პროექტისათვის
- 70 000 ლარი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული კვლევითი პროექტისათვის
პროექტის განხორციელების პერიოდი: 24 ან 36 თვე
კონკურსები » ყველას ნახვა