ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2023-03-01 - 2023-04-11

კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

გამოცხადდა 2020 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზანია: 

ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;

ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსნტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი;
  • მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
  • კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
  • საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;
    ა) ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო – (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს ბინის დაქირავებისა და კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
    ბ) ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს შემდეგ ხარჯებს:
    სტიპენდია – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ევრო;
  • ორმხრივი მგზავრობის დაფინანსება – 500 (ხუთასი) ევრომდე.
    კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება;
  • გრანტის მიმღები ვალდებულია, კვლევითი ვიზიტის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ (საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით) შესაბამის უნივერსიტეტში/დაწესებულებაში ჩაატაროს პრეზენტაცია კვლევითი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შესახებ და ფონდში წარმოადგინოს აღნიშნული ღონისძების ამსახველი მასალები.

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 

ელექტრონული რეგისტრაცია – 2023 წლის 1-ელი მარტიდან - 7 აპრილის 16:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2023 წლის 11 აპრილის 16:00 საათამდე.
 

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს!


კონკურსები » ყველას ნახვა