ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2023-03-20 - 2023-04-18

“ქალები მეცნიერებაში“ - კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად განსაკუთრებული მიღწევებისათვის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის პრემიის კონკურსს “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე  გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

2023 წლის 20 მარტიდან - 18 აპრილის 18:00 საათამდე - განაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge

2023 წლის  21 აპრილის  18:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;

4 აპრილი - 15:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია (ბმული გამოქვეყნდება შეხვედრის წინა დღეს).

 

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილებთ ბმულზე!


კონკურსები » ყველას ნახვა