ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2023-03-15 - 2023-04-06

„RUSTAVELI-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსი

გამოცხადდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“ სასტიპენდიო პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსი.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ახალგაზრდა მეცნიერებისთვის - (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა; 
დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ან 6 თვე;
ერთობლივი სადოქტორო პროგრამები დოქტორანტებისთვის (სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი).


სტაჟირება  უნდა განხორციელდეს   2023 წლის მაისიდან -  30 ნოემბრის პერიოდში.

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

  • ენები და კულტურის კვლევები;
  • სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
  • მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • მედიცინა;
  • ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
  • ინჟინერია;
  • ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები.
  • ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში.


DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა:   5 აპრილი, 2023 /  23.00 სთ

ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 აპრილი,  16:00 საათის ჩათვლით.

ონლაინ  საინფორმაციო შეხვედრები:  

20 მარტს, 16:00 საათზე  (zoom-ის ბმული ორშაბათს დილით დაიდება)  

21 მარტს, 16:00 საათზე

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე!


კონკურსები » ყველას ნახვა