
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები - მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მეორე ლოტი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის საგრანტო კონკურსის „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ მეორე ლოტს.
კონკურსის მიზანი
ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის ხელშეწყობა.
კონკურსის ძირითადი პირობები
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანებით დადგენილი საგრანტო კონკურსის დებულებით განსაზღვრულ მეორე ლოტში - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზება.
ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
სეზონური სკოლის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
კომბინირებული ღონისძიების (კონფერენცია და სეზონური სკოლა ერთად) ორგანიზებისთვის 60 000 ლარს.
ღონისძიების განხორციელების პერიოდი: 2023 წლის 1 აგვისტო – 2024 წლის 11 დეკემბერი.
კონკურსის განრიგი და ვადები:
2023 წლის 7 მარტი - კონკურსის გამოცხადება;
14 მარტი, 14:00 საათი - ჯგუფური კონსულტაცია; დასასწრებად გადადით ბმულზე
23 მარტი, 15:00 საათი - ჯგუფური კონსულტაცია.
11 აპრილი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
10 მარტი - 18 აპრილი, 16:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის ვადები GMUS-ში;
25 აპრილი 16:00 საათი - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა.
კონკურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს!
კონკურსები » ყველას ნახვა