ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2023-03-15 - 2023-06-15

კონკურსი კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით - "Culture Moves Europe"

ორგანიზატორი: ევროკომისია

გამოცხადდა კონკურსი Culture Moves Europe - call for residency hosts, რაც საერთაშორისო დონეზე ხელვანებისა და კულტურის სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალების მობილობას გულისხმობს მასპინძელ ორგანიზაციაში.

მასპინძელი ორგანიზაცია უნდა ახორციელებდეს აქტივობებს რომელიმე შემდეგი მიამრთულებით: არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, დიზაინი, მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, საშემსრულებლო ხელოვნება, ლიტერატურული/მხატვრული თარგმანი.

ერთმა ორგანიზაციამ შესაძლოა უმასპინძლოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 პირს.

მასპინძლობის/მობილობის ხანგრძლივობა: 22-300 დღე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2023

საკონკურსო წინადადება უნდა გაკეთდეს გოეთეს სააპლიკაციო პორტალის მეშვეობით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


კონკურსები » ყველას ნახვა