ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2023-04-27 - 2023-05-14

კონკურსი HISTOLAB Fellowship მოსაპოვებლად

ისტორიის სწავლებაში ინოვაციის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო HISTOLAB Fellowship მოსაპოვებლად განაცხადების მიღება.

HISTOLAB Fellowship მიზნად ისახავს კვლევისა და ისტორიის სწავლებაში ინოვაციებთან დაკავშირებული აკადემიური სტატიების შექმნის თანადაფინანსებას.  პროექტის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს სასწავლო ვიზიტები, ბიბლიოთეკებთან თუ მონაცემთა ბაზებთან წვდომა, კონფერენციებზე დასწრება, ცხოვრების ხარჯი, არქივთან წვდომა და სხვ. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კვლევით ვიზიტი ლაიბნიცის საგანმანათლებლო მედიის ინსტიტუტეში/გეორგ ეკერტის ინსტიტუტში.

პროექტის განხორციელების დრო მოიცავს 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 10 იანვრამდე პერიოდს, ხოლო კვლევის ანგარიშის დასრულების ბოლო თარიღი არის 2024 წლის თებერვალი. 

აპლიკაციის წარდგენა შეუძლიათ დოქტორანტებსა და ასევე ისტორიის სწავლებაში ჩართულ პირებს.


განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ფორმით არაუგვიანეს 2023 წლის 14 მაისისა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის და სააპლიკაციო დოკუმენტების სანახავად ეწვიეთ ბმულს.


კონკურსები » ყველას ნახვა