
2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი (PHDF)
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსს.
კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
20 ივნისის 15:00 სთ - ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა - დასასწრებად გადადით ბმულზე: https://us04web.zoom.us/j/9915388389?pwd=NWJFbk1CMUx5NHpUVkFCQ3oyamtjZz09
26 ივნისის 15:00 სთ - ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები (შეხვედრის ბმულები გამოქვეყნდება საკონსულტაციო შეხვედრების დღეებში);
23 ივნისის 18:00 საათი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
7 ივნისი - 30 ივნისის 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
7 ივლისის 16:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები, პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები იხილეთ ბმულზე.
კონკურსები » ყველას ნახვა