
2023 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი (SPG)
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსს.
kონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური, ჯგუფური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
2023 წლის 8 ივნისიდან 3 ივლისის 18:00 საათამდე - პროექტის რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge
2023 წლის 6 ივლისის 18:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;
ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები:
12 ივნისი 15:00 სთ- კონსულტაციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე:
https://us04web.zoom.us/j/5977352291?pwd=Wi9mK3dzNTc1ejBwUGhkelE3RGRBZz09
26 ივნისი - 15:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, შეხვედრის წინა დღეს);
28 ივნისი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები, პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები იხილეთ ბმულზე.
კონკურსები » ყველას ნახვა