
ჯილდოს მოპოვების მიზნით კვლევის რეპროდუცირების ქსელის (Reproducibility Network (RNs)) შექმნის კონკურსი
"ჰორიზონტი ევროპას" პროგრამით დაფინანსებული პროექტის - TIER2-ის ფარგლებში, გამოცხადებულია ქვეყნის შიგნით კვლევის რეპროდუცირების ქსელის (Reproducibility Network (RNs)) შექმნისთვის კონკურსი.
სამეცნიერო ნაშრომების სანდოობის გაზრდისა და რეპროდუცირების ქსელების (RNs) გაძლიერების მიზნით, TIER2 ხელს შეუწყობს სამი ახალი ასეთი ქსელის შექმნას ჰორიზონტ ევროპის გაფართოების მონაწილე ქვეყნებში და გასცემს 5000 ევროს ოდენობით თანხას ჯილდოს სახით ქვეყნის შიგნით RN-ის დაარსების მიზნით შეხვედრის ორგანიზებისათვის.
ჯილდოს თანხა შესაძლოა გამოყენებულ იქნას შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯის (მათ შორის: მგზავრობის ხარჯები, შეხვედრის სივრცის გამოყოფის ხარჯები, ვებსაიტის შექმნა, რეკლამა, ტექნიკური დაყენება და სახარჯო მასალები) უზრუნველსაყოფად.
უფლებამოსილი აპლიკანტი შესაძლოა იყოს კონსორციუმი ან სამი ან მეტი ინიციატივის გაერთიანება ერთსა და იმავე ქვეყნიდან, რომელიც წარმოადგენს მინიმუმ ორ სხვადასხვა ინსიტუტს ან უნივერსიტეტს. ამ მიზნებისთვის ინიციატორში მოიაზრება ერთი ადამიანი ან ადამიანთა მცირე ჯგუფი.
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენის ბოლო თარიღი არის 2023 წლის 17 ივლისი 23:00 (CEST).
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.
კონკურსები » ყველას ნახვა