ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2023-07-11 - 2023-10-24

ევროპული კვლევების საბჭოს გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (ERC Starting Grant)

11 ივლისს გამოცხადდა ჰორიზონტი ევროპა-ს კონკურსი, ევროპული კვლევების საბჭოს  ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტის მოსაპოვებლად (ERC Starting Grants).

საპროექტო წინადადებების მიღების ვადაა 2023 წლის 24 ოქტომბერი.

მონაწილეობის მიღება შეუძლია:
სადოქტორო საფეხურის დასრულებიდან 2-7 წლის გამოცდილების მქონე ნებისმიერი ეროვნების მკვლევარს, რომლის კვლევითი წინადადება დიდი სამეცნიერო ღირებულებით გამოირჩევა.

მნიშვნელოვანი საკითხები:

·         კვლევა უნდა ჩატარდეს კერძო ან საჯარო ორგანიზაციაში/დაწესებულებაში (მასპინძელი ინსტიტუტი), რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს როგორც მკვლევარის სამუშაო ადგილს, ისე ევროკავშირის წევრი ან ასოცირებული ქვეყნის ნებისმიერ კერძო ან საჯარო დაწესებულებას;

·         წინასწარ არ არის განსაზღვრული კვლევის მიმართლების პრიორიტეტები, შესაბამისად, კვლევა შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერ სფეროში;

·         ERC განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მთავარი აპლიკანტის (Single Principal Investigator, PI) მიერ მასპინძელ დაწესებულებასთან შეთანხმაებით და მისი სახელით (Applicant Legal Entity).

გრანტი გაიცემა მასპინძელ ინსტიტუტზე, რომელიც უზრუნველყოფს ყველა შესაბამის პირობას, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში მთავარმა აპლიკანტმა დამოუკიდებლად აწარმოოს კვლევა და მართოს ფინანსები.

ნებისმიერ იურიდიულ პირს, მათ შორის უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს და გაერთიანებებს შეუძლიათ უმასპინძლონ მთავარ აპლიკანტს მის სამუშაო ჯგუფთან ერთად. მასპინძელი ინსტიტუტი დაფუძნებული უნდა იყოს ევრო კავშირის წევრ ანდ ასოცირებულ ქვეყანაში.

ERC მხარს უჭერს ინდივიდუალური მკვლევარის პროექტებს, რომელსაც შეუძლია შექმნას კვლევითი გუნდი და დაასაქმოს ნებისმიერი ეროვნების, ევროპისა თუ სხვა ქვეყანაში მყოფი მკვლევარი.

ვაკანსიები გუნდის წევრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეუერთდნენ ERC ხელმძღვანელობით კვლევით პროექტს, შეიძლება გამოქვეყნდეს Euraxess-Jobs პორტალზე.

ERC Starting Grant ფარგლებში კვლევა შესაძლოა დაფინანსდეს 1.5 მილიონი ევროს ოდენობით 5 წლის ვადით.

ERC გრანტი ფარავს პირდაპირ ხარჯს 100%-ით, ხოლო არაპირდაპირი ხარჯის კონტრიბუციას ახდენს 25%-ის ოდენობით.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


კონკურსები » ყველას ნახვა