
საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსს.
საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების ( მონოგრაფიის სახით) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.
მნიშვნელოვანი თარიღები:
2023 წლის 21 ივლისიდან 22 სექტემბრის 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
2023 წლის 29 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტების და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურს.
კონკურსები » ყველას ნახვა