
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი "საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024" ფარგლებში, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.
- საკონკურსო განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის პერიოდი გახლავთ 2023 წლის 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით;
- როგრამის განხორცილების ვადაა 2024 წლის 1 სექტემბრამდე;
- ვიზიტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის პერიოდით;
კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:
პირველი ეტაპი - განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.
მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების (სამოტივაციო წერილის) შინაარსობრივი შეფასება.
მესამე ეტაპი - გასაუბრების და განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება.
კონკურსზე წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
- CV;
- სამოტივაციო წერილი (კონკურსანტმა არ უნდა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი. კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე სამოტივაციო წერილში კონკურსანტის სახელის და გვარის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან);
- ერთი რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული რეკომენდატორის ელფოსტაზე);
- ცნობა სამსახურის შესახებ. დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის თანამდებობა და ინფორმაცია ფუნქცია-მოვალეობების შესახებ (ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ცაკლე დოკუმენტით);
- კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე მოწვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (შესაბამის ვადაში);
- დოკუმენტი პროგრამის საფასურის შესახებ (შესაბამის ვადაში), საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა.
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის 2023-2024 შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ვებ.გვერდზე.
საკონკურსო პირობებისა და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შესაბამის ბმულს.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრს ნომერზე 0322 97 01 97 ან მისწერეთ ელ.მისამართზე info-iec@iec.gov.ge
კონკურსები » ყველას ნახვა