
ევროპული კვლევების ჩარჩო პროგრამებისა და სხვა ევროპულული კვლევითი ინიციატივების (Bridge2ERA-EaP) კონკურსი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი "European Research Framework Programs and other European research initiatives (Bridge2ERA-EaP)".
კონკურსის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევითი პარტნიორების ინტეგრირება ევროპულ კვლევით სივრცეში (ERA) ერთობლივი კვლევითი და ინოვაციური პროექტების მეშვეობით.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება საერთაშორისო პროექტები, რომლებიც პარტნიორებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ ორმხრივი ან მრავალმხრივი კონსორციუმები ერთობლივი კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის საფუძველზე.
გერმანული მხარე ფარავს მკვლევრების მოგზაურობის, ვორკშოპებისა და პროექტის ფარგლებში არსებული საჭირო რესურსების ხარჯებს.
გრანტები გაიცემა პროექტის დაფინანსების გზით, როგორც დაუბრუნებელი სუბსიდია.
თითო პროექტზე გაიცემა მაქსიმუმ 40,000 ევროს ოდენობის გრანტი, 24-დან მაქსიმუმ 36 თვემდე ვადით.
პირველ ეტაპზე პროექტის მონახაზი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს: 2024 წლის 13 მარტისა, ან 2024 წლის 25 სექტემბრისა.
იხ. კონკურსის შესახებ საინფორმაციო ბარათი.
კონკურსები » ყველას ნახვა