ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2024-01-31 - 2024-02-12

UNESCO -ს 2024-2025 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები UNESCO -ს 2024-2025 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო  გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ. პარიზი). პასუხი განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2024 წლის 12 თებერვლამდე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
  2. შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ);
  3. დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განმცხადებელი ორგანიზაციის  ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე;
  4. პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.

კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე:

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

0118 თბილისი, ჩიტაძის ქ. N4

საკონტაქტო ინფორმაცია: unesco@mfa.gov.ge; 2945000 (1912)

 

არასრული ან დაგვიანებული განაცხადი არ განიხილება.


კონკურსები » ყველას ნახვა