ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2024-02-09 - 2024-03-30

ინდივიდუალური მობილობის კონკურსი ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისთვის

ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის Creative Europe ფარგლებში გამოცხადებულია ინდივიდუალური მობილობის კონკურსი.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2024

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ნებისმიერ პირს (ასევე 2-5 პირისგან შემდგარ ჯგუფს), რომლებიც საქმიანობენ შემდეგ სფეროებში: არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, დიზაინი და მოდის დიზაინი, ლიტერატურა, მუსიკა, შემსრულებლები და სახვითი ხელოვნება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეარჩიოთ პარტნიორი მასპინძელი პირი, ორგანიზაცია ან ადგილი Creative Europe 40 ქვეყნიდან (ქვეყნების ჩამონათვალი იხ. კონკურსის შესახებ დოკუმენტის მე-7 გვერდზე) გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ამჟამად ცხოვრობთ.

პროექტის ხანგრძლივობა: 
ინდივიდუალური მობილობისთვის 7-60 დღე
ჯგუფის მობილობისთვის  7-21 დღე

პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ჩამოთვლილი მიზნებიდან ორის შესრულებას: 
Explore - კვლევის განხორციელება, გამოკვლევა, კონკრეტულ თემატიკაზე ან ახალ კონცეფციაზე მუშაობა;
Create: ჩაებათ ახალი ხელოვნების ნიმუშის შექმნისთვის შესაბამის პროცესში 
Learn: არაფორმალური სწავლის ან სპეციალისტან თანამშრომლობის გზით უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესება;
Connect: გააფართოვოთ და გააძლიეროთ პროფესიული თანამშრომლობის ქსელი

პროექტის ფარგლებში ფინანსდება:
ორმხრივი მგზავრობისთვის საჭირო თანხა (EUR 350 ან EUR 700 მანძილის გათვალისწინებით);
დღიური ხარჯი 75 ევროს ოდენობით (განთავსება, კვება, შიდა ტრანსპორტი და სხვ.);
საჭიროების შემთხვევაში: 80 ევრო ვიზის მოსაკრებელი და 100 ევრო family allowance თუ გყავთ 10 წლამდე შვილი/შვილები.

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს, ასევე იხილეთ საინფორმაციო დოკუმენტი. 


კონკურსები » ყველას ნახვა