ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2024-01-31 - 2024-03-10

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

ფონდი აცხადებს სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2024 წლის კონკურსს!

კონკურსის მიზანია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით, სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათ შემადგენლობაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისათვის.

იხილეთ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სია.

 

კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ ლოტებში:

I ლოტი – განსაკუთრებულად პრიორიტეტული კვლევებისათვის საჭირო დანადგარები, აპარატურა, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და მათი ცალკეული ნაწილები (150,000.00 და მეტი ლარის ღირებულების);

II ლოტი – ძვირადღირებული სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა (100,000.00-დან 149,999.00-მდე ლარის ღირებულების);

III ლოტი – სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის შევსება, უცხოური ელექტრონული ლიტერატურის ბაზებზე წვდომა (მაქსიმუმ 99,999.00 ლარის ღირებულების);

IV ლოტი – რეაქტივები, რეაგენტები, ლაბორატორიული და საექსპერიმენტო სახარჯი მასალები (არაუმეტეს 25,000.00 ლარის ღირებულების);

V ლოტი – კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფა, საბიბლიოთეკო ქსელისათვის საჭირო ელექტრონული ბაზები, სკანერები, ფოტო-ვიდეო გადაღებისათვის საჭირო ტექნიკა, სხვა კომპიუტერული აპარატურა და  აქსესუარები (არაუმეტეს 15,000.00 ლარის ღირებულების);

VI ლოტი – ლიტერატურის შეძენა, თარგმნა, საავტორო უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები (არაუმეტეს 10,000.00 ლარის ღირებულების).

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია: 2024 წლის 12 თებერვლიდან 4 მარტის 16:00 საათამდე.

ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა: 2024 წლის 11 მარტის 16:00 საათამდე.

 კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ბმულზე.

 

 

 


კონკურსები » ყველას ნახვა