
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) - სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;
ბ) დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან - 30 ნოემბრის პერიოდში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;
პროექტი და დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში.
ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში;
DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 მარტი, 2024 / 23.00 სთ
ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 მარტი, 17:00 საათის ჩათვლით.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
კონკურსები » ყველას ნახვა