
2024-02-28 - 2024-03-26
კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
ორგანიზატორი:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ფონდი აცხადებს 2024 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზანია კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.
კონკურსის ადმინისტრირება
2024 წლის 4 მარტი - 20 მარტი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
2024 წლის 26 მარტი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
კონკურსები » ყველას ნახვა