
2024-03-12 - 2024-04-12
პრემიის კონკურსი - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით
ორგანიზატორი:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსს - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით
კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
2024 წლის 19 მარტიდან - 8 აპრილის 18:00 საათამდე - განაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge
2024 წლის 12 აპრილის 18:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
კონკურსები » ყველას ნახვა