
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსს
კონკურსის მიზანი
ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- ელექტრონული რეგისტრაცია - 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან - 30 მარტის 16:00 საათამდე;
კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2022 წლის 25 მარტის ჩათლით; - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები 7 თებერვალი ; 21 თებერვალი 15:00 საათი - საკონსულტაციო შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე, 7 მარტი, 21 მარტი 15:00 საათი (კონსულტაციების ბმული ხელმისაწვდომი იქნება კონსულტაციამდე 2 დღით ადრე)
- ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა- 2022 წლის 12 აპრილის 16:00 საათამდე;
- რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - 2022 წლის აპრილი - მაისი
- შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2022 წლის მაისი
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ - 2022 წლის მაისი - დეკემბერი
- დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა - 2023 წლის იანვარი
- დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2023 წლის იანვარი-თებერვალი
- საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - 2023 წლის თებერვალი - მარტი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
კონკურსები » ყველას ნახვა