
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2024 წლის კონკურსი
კონკურსის მიზანი
ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები
პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სქემას:
პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს წელიწადში, თუ პროექტის ძირითად პერსონალში არ არის ჩართული ახალგაზრდა მეცნიერი;
- პროექტში ერთი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს, ხოლო ორი ან მეტი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში - 50 000 ლარს;
- პროექტში ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებას თითოეულ საანგარიშო პერიოდში და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9 000 ლარს წელიწადში თითოეული ახალგაზრდა მეცნიერისათვის;
- დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5 000 ლარს წელიწადში;
- ზედნადები ხარჯები - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 5%-ს.
კონკურსები » ყველას ნახვა