ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2024-03-11 - 2024-03-29

საქ. ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

11 მარტიდან 29 მარტის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

5 აპრილის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების (ამობეჭდილი ფორმით) წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

აპრილი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

აპრილი  – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

მაისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

მაისი  – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ივნისი - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.


კონკურსები » ყველას ნახვა