2024-05-07 - 2024-10-08
მაღალი სივრცითი გარჩევადობის მონიტორინგის მიდგომების შემუშავება და გეოგრაფიულად გამოკვეთილი ნახშირბადის მეურნეობის რეესტრი
"ჰორიზონტი ევროპა"-ს კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, გამოცხადდა კვლევითი პროექტებისთვის კონკურსი - "მაღალი სივრცითი გარჩევადობის მონიტორინგის მიდგომების შემუშავება და გეოგრაფიულად გამოკვეთილი ნახშირბადის მეურნეობის რეესტრი" (Development of high spatial-resolution monitoring approaches and geographically-explicit registry for carbon farming, HORIZON-MISS-2024-SOIL-01-07)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 8 ოქტომბერი, 2024
პროექტის ტიპი: კვლევების და ინოვაციების
ბიუჯეტი: 11,5 მილიონი ევრო
კონკურსის მიზანი: პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყოს ‘A Soil Deal for Europe’ მიზნების მიღწევას, კერძოდ, „მიწის ორგანული ნახშირბადის მარაგების შენახვა და გაზრდა“.
დეტალური ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე
კონკურსები » ყველას ნახვა