
2022-04-11 - 2022-05-31
2022 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი
ორგანიზატორი:
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
შოთა რუსთაველის საქართველო ეროვნული სამეცნიეროფონდი აცხადებს 2022 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსს
კონურსის მიზანი
კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური, ჯგუფური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- 2022 წლის 11 აპრილიდან 31 მაისის 18:00 სთ-მდე - პროექტის რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge
- 2022 წლის 8 ივნისის 18:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;
- ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
- ივლისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
- ივლისი-აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
- აგვისტო - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.
კონკურსები » ყველას ნახვა