ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2024-09-10 - 2024-10-14

რუსთაველის ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის ერთობლივი საგრანტო კონკურსი

ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის ერთობლივ საგრანტო კონკურსს.

კონკურსის სახელწოდება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის ერთობლივი საგრანტო კონკურსი.

კონკურსის აბრევიატურა:  ( SRNSFG -  HESC RA)

კონკურსის მიზანი :

ა) მეცნიერების სფეროში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;

საპროექტო განაცხადის ტიპი :   ერთობლივი

კონკურსის ადმინისტრირება:

კონკურსის ადმინისტრირების ძირითადი ეტაპებია:

ა)  კონკურსის გამოცხადება:

ბ)  პროექტის წარდგენა ფონდის ელექტრონულ ბაზაში  ( ქართულ და ინგლისურ ენებზე);

     11 სექტემბერი - 15 ოქტომბერი 17:00 საათამდე

გ) ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;

    16 ოქტომბერი - 22 ოქტომბერი 17:00 საათამდე

დ) პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პროგრამასა და პირობებთან;

ე) პროექტების შეფასება კომისიის მიერ და  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ წარდგენილი საუკეთესო პროექტების გამოვლენა;

ვ) ფონდისა და SC შეთანხმების საფუძველზე შერჩეული დასაფინასებელი პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ;

ზ)  საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;

 


კონკურსები » ყველას ნახვა