ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2024-09-26 - 2024-10-25

რუსთაველის ფონდისა და მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოს (NARD) 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ს

ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NARD) 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსს.

კონკურსის აბრევიატურა:  ( SRNSFG - GM)

კონკურსის მიზანი :

  • მეცნიერების სფეროში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარება;
  • ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.

საპროექტო განაცხადის ტიპი :   ერთობლივი

კონკურსის ადმინისტრირება:

კონკურსის ადმინისტრირების ძირითადი ეტაპებია:

ა)  კონკურსის გამოცხადება

ა) ელექტრონული რეგისტრაცია - ჯერ NARD-ის ელექტრონულ სისტემაში მისამართზე: international@ancd.gov.md და შემდეგ ფონდის ელექტრონულ ბაზაში 26 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე;

ბ) ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - 31 ოქტომბერი 17:00 საათი;

დ) პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პროგრამასა და პირობებთან;

ე) პროექტების შეფასება კომისიის მიერ და  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ წარდგენილი საუკეთესო პროექტების გამოვლენა;

ვ) ფონდისა და NARD-ის  შეთანხმების საფუძველზე შერჩეული დასაფინასებელი პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ;

ზ)  საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;


კონკურსები » ყველას ნახვა