
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი
ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა YSS
კონკურსის მიზანი
ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
კონკურსის ადმინისტრირება
2024 წლის 21 აგვისტოდან 13 სექტემბრის 18:00 საათამდე – საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
2024 წლის 18 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ მატერიალური ფორმით განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
-
კონკურსში რეგისტრირებული განცახდების ტექნიკური ექსპერტიზა - წარმოდგენილი განაცახდების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან - სექტემბერი - ოქტომბერი;
-
შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცახდების მოხსნის შესახებ - ოქტომბერი;
-
საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო განაცხადების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა - ოქტომბერი - ნოემბერი;
-
ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამარჯვებული განაცხადების დამტკიცება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - ოქტომბერი - ნოემბერი;
-
გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერებთან ხელშეკრულებების გაფორმება - ნოემბერი.
კონკურსები » ყველას ნახვა