ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2025-03-13 - 2025-05-13

OSCARS 2nd Open Call for Open Science Projects and Services

ორგანიზატორი: OSCARS

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელიც  მხარს უჭერს ღია მონაცემთა კვლევებს, ფოკუსირებულია პროექტებზე, რომლებიც აზიარებენ კვლევის მონაცემებსა და შედეგებს FAIR პრინციპებზე დაყრდნობით. განაცხადები მიიღება ინსტრუმენტების, სერვისების ან რესურსების შესახებ, რომლებიც წაახალისებს ღია კვლევასა და ღია მეცნიერების პრაქტიკას (მნიშვნელოვანია არსებული FAIR მონაცემების გამოყენება კონკრეტული სამეცნიერო საკითხების მოსაგვარებლად და ახალი შედეგების მისაღებად). პრიორიტეტი მიენიჭება ახალი თემების განმხილველ აპლიკაციებს და ორგანიზაციებს, რომლებსაც არ მიუღიათ დაფინანსება პირველ ღია კონკურსზე.

თემატური მიმართულებები:
1. ასტროფიზიკა, კოსმოლოგია, ნაწილაკების ან ბირთვული ფიზიკა
2. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები
3. ფოტონ/ნეიტრონის წყაროებზე დაფუძნებული ექსპერიმენტული კვლევა
4. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები
5. დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები
6. სხვა (მიუთითეთ)

საბოლოო ვადა: 2025 წლის 14 მაისი, 17:00 (ბრიუსელის დროით)
დაფინანსება: 100 000 ევროდან 250 000 ევრომდე (lump sum)
ხანგრძლივობა: არ არის მითითებული


კონკურსები » ყველას ნახვა