ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2022-02-10 - 2022-03-01

2022 წლის საგრანტო კონკურსი „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ (მეორე ლოტი)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს (მეორე ლოტი) - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები

კონკურსის მიზანი

ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის ხელშეწყობა.

საპროექტო განაცხადის ტიპი           ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანებით დადგენილი საგრანტო კონკურსის დებულებით განსაზღვრულ მეორე ლოტში - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზება.

ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს:

  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
  • სეზონური სკოლის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
  • კომბინირებული ღონისძიების (კონფერენცია და სეზონური სკოლა ერთად) ორგანიზებისთვის 60 000 ლარს.

ღონისძიების განხორციელების პერიოდი: 2022 წლის 1 მაისი – 2023 წლის 31 ოქტომბერი.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


კონკურსები » ყველას ნახვა