
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი„Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამა
გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსი.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა
ბ) დოქტორანტებისთვის სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვე
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2025 წლის 1 ივნისიდან - 30 ნოემბრის პერიოდში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;
დეტალური ინფორმაცია კონკურში მონაწილეობის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე.
კონკურსები » ყველას ნახვა