ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2025-05-07 - 2025-05-29

2025 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის  მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს:

ა) საბავშვო უნივერსიტეტს; 

ბ) მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით სამეცნიერო საკომუნიკაციო კამპანიას; 

გ) სამეცნიერო კომუნიკაციის ღონისძიებას; 

დ) გაცნობით ღონისძიებას;

ე) ონლაინინსტრუმენტის შექმნას სამეცნიერო კომუნიკაციისთვის; 

ვ) სამოქალაქო დიალოგს; 

ზ) მეცნიერების პოპულარიზაციის აქტივობას  

კონკურსზე შესაძლებელია წარადგინონ:

  • ინსტიტუციური პროექტი – პროექტი, რომელსაც წარმოადგენს და ახორციელებს წამყვანი ორგანიზაცია და შესაძლოა ჰყავდეს თანამონაწილე ორგანიზაცია(ები);
  • ჯგუფური პროექტი – პროექტი, რომელსაც წარმოადგენს და ახორციელებს პროექტის განმახორციელებელი ფიზიკურ პირთა ჯგუფი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კონკურსზე წარსადგენი იდეის შესათანხმებლად და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურს.


კონკურსები » ყველას ნახვა