ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2022-03-08 - 2022-04-07

2022 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსი - “ქალები მეცნიერებაში“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს პრემიის კონკურსს - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე  გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი. კონკურსი ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,Horizon 2020”-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის (CALIPER), რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისთვის კვლევისა და ინოვაციის დაკავშირებას, ფარგლებში დამტკიცებული „გენდერული თანასწორობის გეგმის“ შესრულებას.  

საკონკურსო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური

Კონკურსის მასალების მომზადებისა და საჭირო მასალების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე


კონკურსები » ყველას ნახვა