ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2026-05-04 - 2026-05-29

ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

გამოცხადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამენციერო ფონდის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზნებია:

ვატიკანის არქივებში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, კვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, გაციფრულება კვლევის მიზნებიდან გამომდინარე;

ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისადმი ინტერდისციპლინარული და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა;

ახალგაზრდა მეცნიერების შესაძლებლობების განვითარება ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევების სფეროში;

კვლევის შედეგების პოპულარიზაცია, ქართული ხელნაწერებისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის მასალების ხელმისაწვდომობისა და ხილვადობის გაზრდა, ასევე საერთაშორისო ცნობიერების ამაღლება ეთიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების დაცვით.

საპროექტო განაცხადის ტიპი:   ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • კონკურსის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები.
  • კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა პროექტის წარმდგენს ჰქონდეს ვატიკანის არქივებში მუშაობის წერილობითი ნებართვა ან წარმოადგინოს ნებართვის მიღების პროცესის.

დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

  • ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში, პროექტის წარდგენა შეუძლია საქართველოს მოქალაქე მკვლევარს, რომელსაც აქვს დოქტორისან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ჯგუფური პროექტის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე მკვლევართა ჯგუფს, რომელიც შედგება არაუმეტეს სამი წევრისგან. ჯგუფურ პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


კონკურსები » ყველას ნახვა