
მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურ
შოთა რუსთაველის საქართველო ეროვნული სამეცნიეროფონდი აცხადებს 2022 მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების, ჰიპოთეზებისა და კონცეფციების განვითარებას, მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ახალი მიდგომების, მეთოდების, მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების შემუშავებას ორი ან მეტი სამეცნიერო დისციპლინის ერთობლიობით. დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სფეროს გაძლიერებასა და მის ჩართვას ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ პროგრესში.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები
კონკურსი ითვალისწინებს ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტების დაფინანსებას. ინტერდისციპლინური კვლევა განისაზღვრება, როგორც მინიმუმ ორი სამეცნიერო დარგის (დისციპლინის) ერთობლიობით განსახორციელებელი კვლევა. სამეცნიერო მიმართულებების, დარგების (დისციპლინების) და ქვედარგების (ქვედისციპლინების) დეტალური ჩამონათვალი დადგენილია კონკუსის სამეცნიერო კლასიფიკატორში.
კონკურსში მონაწილეობისა და გრანტის მიღების უფლება აქვს ძირითად პერსონალს წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციასთან ერთად.
საკონკურსოდ წარმოდგენილი კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს;
- ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
- არის პროექტით გათვალისწინებული კვლევის მინიმუმ ერთი დისციპლინის (დარგის) მკვლევარი;
- აქვს სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, ან არის სულ მცირე ერთი დასრულებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი.
- მისი სამეცნიერო პროდუქტიულობა, კონკურსზე პროექტის რეგისტრაციის დროისათვის, არის: h-ინდექსი არანაკლებ 5 Scopus-ის ბაზის მიხედვით.
ძირითადი პერსონალის სტატუსით კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ პირებს, რომლებიც ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართულნი არიან ერთზე მეტ მიმდინარე პროექტში, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ან გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ან ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსების ფარგლებში.
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 24 თვეს, ხოლო თითოეული საანგარიშო პერიოდი მოიცავდეს 12 თვეს.
პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს წელიწადში.
- ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება − ჯამში არა უმეტეს 40 000 ლარისა წელიწადში;
- დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება − ჯამში არა უმეტეს 5 000 ლარისა წელიწადში;
- ზედნადები ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 5%-ს.
კონკურსები » ყველას ნახვა